GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2013-06-21
CCIIR - ის გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

21 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის  სერთიფიკატები გადასცა. 

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ალუდა გოგლიჩიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონმა ალუდა გოგლიჩიძემ მონაწილეობა მიიღო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალში და შეაფასა სამოქალაქო ინტეგრაციისკენ მიმართული პროექტების მნიშვნელობა საქართველოში.

გაცვლითი პროგრამა „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის / სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ (Teachers Partnership between Kvemo Kartli /Samtskhe-Javakheti and other regions of Georgia) არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და საქართველოს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების თანამშრომლობას ისახავდა მიზნად.

პროგრამის ფარგლებში  დაწყებითი კლასების 40 - მა სომეხმა და აზერბაიჯანელმა  მასწავლებელმა  1 თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქართულ სკოლებში ქართველ მასწავლებელთან ერთად იმუშავა: დაესწრო კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და მონაწილეობა მიიღო გაკვეთილის დაგეგმვისა და მსვლელობის პროცესში.

პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერითა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  თანამშრომლობით განხორციელდა.

 


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით