GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-12-03
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეთერთმეტე ნომერი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)  2010  წლიდან  ახორციელებს ჟურნალ "ბილინგვური განათლების" გამოშვებას ყოველკვარტალურად.  ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაფინანსებით  პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში. ჟურნალი  ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ჟურნალის მეთერთმეტე ნომერში შემდეგ სტატიებს გაეცნობით:

  •  "სათამაშო კომპიუტერული პროგრამები ლიტვური ენის შესწავლის პროცესში" - (ვ. კავალიაუსკასი )
  •  "პოსტერების გამოყენება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებაში"  (ნ.არევაძე-კოტორაშვილი)
  •  "ისტორიის შესწავლის ზოგიერთი საკითხი ბილინგვურ სკოლებში" (დ. ჩოჩიშვილი)
  • "თეარტალიზებული პროექტ-გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების ეფექტიანი მეთოდი" (შ.ხუხუა)
  • "ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი პრინციპები (ქ. გოჩიტაშვილი)

 

ჟურნალის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: http://bilingualeducation.ge/articles/goto/2012-1

 

 


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით