GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-12-12
გამოვიდა სახელმძღვანელო „გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელო „გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულ ანალიზს. კვლევა, რომელსაც ეფუძნება სახელმძღვანელო ჩატარდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
კვლევა განხორციელდა განათლებისა და გენდერული საკითხების ექპერტების: ი. ხომერიკი, მ.ჯავახიშვილი და თ. აბრამიშვილის მიერ.
კვლევის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2012 წელს გრიფირებული სხვადასხვა გამომცემლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურისთვის.
კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ წარმოდგენილ სახელმძღვანელოში.


- გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით