GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-10-12
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეათე ნომერი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) გამოსცა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეათე ნომერი. ჟურნალი გამოიცემა  ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში. ჟურნალი არის ყოველკვარტალური და ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ჟურნალის მეათე ნომერში შემდეგ სტატიებს გაეცნობით:

მშობლიური/პირველი და მეორე ენების ურთიერთმიმართება წერის პროცესში (გიული შაბაშვილი);

ასაკობრივი თავისებურება მეორე ენის სწავლებისას (ირინე შუბითიძე);

ბილინგვური პროგრამები და სუბმერსიული განათლება ეთნიკური უმცირესობებისათვის საქართველოში (ელენე ჯაჯანიძე);

ორენოვნება და სახელმწიფო ენა: მიდგომები და სტრატეგიები (ნინო პოპიაშვილი).


- ჟურნალი "ბილინგვური განათლება" # 10, 2012
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით