GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-06-25
გამოვიდა გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის „გახდი თანამონაწილე“

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR) მიერ მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „გახდი თანამონაწილე - გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის“.


სახელმძღვანელო მომზადდა ამავე სახელწოდების პროექტის (Go and Participate) ფარგლებში, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან ხორციელდება CCIIR-ის მიერ, ამერიკის განვითარების ფონდის (USIAD) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დონორობით. სახელმძღვანელო მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს, როგორც არაქართულენოვანი, ასევე ქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მიმართულებით არსებული მასალა ქართულ ენაზე საკმაოდ მწირია.

გზამკვლევის მიზანია აქტიურ ახალგაზრდებს გააცნოს პრაქტიკული მაგალითები, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასვა ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს მათი  ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად მოიძიონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ რომელიმე ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დასახონ საკუთარი სამომავლო გეგმები.


- "გახდი თანამონაწილე" - გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით