GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-06-13
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეცხრე ნომერი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა  გამოსცა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეცხრე ნომერი. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში. ჟურნალის მეცხრე ნომერში შემდეგ სტატიებს გაეცნობით:

1. მეორე ენის წერითი კომპონენტის სწავლებისას წარმოქმნილი სირთულეები და მათი დაძლევის გზები - ავტორი გიული შაბაშვილი
2. დონეებად დაყოფილი საკითხავი მასალა და კითხვის ეფექტური სწავლის მეთოდები - ავტორი ნათია გორგაძე
3. ბილინგვიზმის გავლენა ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე- ავტორი ელენე ჯაჯანიძე
4. ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკის მეორეული მნიშვნელობის სწავლებისათვის ქართულში -ავტორი ქეთევან გოჩიტაშვილი
5. მეორე ენის არასაფეხურებრივი სწრაფი სწავლების მეთოდური თავისებურებანი- ავტორი მერაბ ბაბუხადია

ჟურნალის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში:

 


- "ბილინგვური განათლება" # 9 (2012)
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით