GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-06-06
ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოს მე-5 დონე შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5 დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.

მინისტრმა ახალი წიგნები მოსწავლეებსა და სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა. 73-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა სახელმწიფო ენის ფლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოთი მოსწავლეებს ქართულ ენას დაჩქარებულად შეასწავლიან.

ქართული ენის სახელმძღვანელოები პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთის’’ ფარგლებში შეიქმნა. პროგრამა ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებას ითვალისწინებს. წიგნები დონეების მიხედვითაა დაწერილი და თორმეტ დონეს მოიცვას. ამ ეტაპზე გამოცემულია სახელმძღვანელოს ხუთი დონე, წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს თორმეტივე დონე დაიბეჭდება.

ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნისა და მოსწავლის რვეულისგან შედგება, მას თან ახლავს აუდიო დისკიც, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებიცაა ჩატვირთული. ასევე შექმნილია მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევიც. სახელმძღვანელოები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასოდ ურიგდებათ.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით