GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-03-07
სომხური სკოლის დირექტორებს დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი გადაეცათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სომხური სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა. სახელმძღვანელო „სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემას წარმოადგენს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეთნიკური უმცირესობის სკოლებისათვის. ორენოვანი სახელმძღვანელოები "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში" ითარგმნა და გამოიცა. მასში ქართულ და სომხურ ენებზე განხილულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული წარმატებული სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები. „სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევში“ დირექტორებს საშუალება აქვთ მოიძიონ ინფორმაცია, როგორ შეადგინონ სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა და როგორ განახორციელონ ამ გეგმის მონიტორინგი; ასევე როგორ მოიძიონ და დაასაქმონ სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრები და იზრუნონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. სახელმძღვანელოში ასევე თავმოყრილია რეკომენდაციები საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების შესამუშავებლად. დირექტორებს სახელმძღვანელოები ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართულ შეხვედრაზე გადაეცათ, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველა სომხური სკოლის დირექტორი ქართული ენის კურსებს გადის.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით