GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-03-07
ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა ბათუმში

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი 2011 წლის ნოემბრიდან ანხორციელებს პროექტს “გახდი თანამონაწილე”, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესოებების წარმომადგენელ ახალგაზრდების სამოქალაქო შეგნებისა ამაღლებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი” მრავალი წელია მუშაობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე და ამ მიზნის მისაღწევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მართებული ენობრივი და განათლების პოლიტიკის ჩამოყალიბებას და და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მიიჩნევს. ორგანიზაციას 40-ზე მეტი პროგრამა აქვს განხორციელებული, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და ინტეგრაციისკენ არის მიმართული. პროექტი “გახდი თანამონაწილე” არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდისა და ამერიკის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის მონაწილეები არიან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც განათლების საშეღავათო პოლიტიკის შედეგად 2010-2011 წლებში ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტში. 600-მდე სტუდენტს შორის შეირჩა 30 ლიდერი სტუდენტი, რომელიც ბათუმში 5 დღის განმავლობაში გადაემზადნენ სამოქალაქო აქტივობისა და მონაწილეობის საკითხებში. მათ შორის, მიიღეს ამომწურავი ინფორმაციას მონაწილეობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესზე. ისწავლეს სამოქალაქო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების სტრატეგიები. ამასთან, ლიდერთა ჯგუფი სასწავლო ტურის ფარგლებში ადგილებზე გაეცვნენ სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტების ფუნქციებსა და დანიშნულებას. გაიგეს მეტი სახელმწიფო მოწყობის, სასამართლო, საკონსტიტუციო სისტემების, თვითმმართველობის მექანიზმების შესახებ ქვეყანაში. საგანმანათლებლო აქტივობები და ღონისძიებები, საინფორმაციო შეხვედრები საშუალებას მისცემს სტუდენტებს შეიძინონ ის აუცილებელი უნარები და და ცოდნა, რომელიც მიეხმარება მათ თავი საზოგადოების ინტეგრირებულ, სრულყოფილ წევრად იგრძნონ, ჩართონ საზოგადოებრივ, სტუდენტურ ცხოვრებაში, დაეხმარონ მეგობრებს, თანასოფლელებსა და თანამოქალაქეებს, გაეცნონ საკუთარ უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს და ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას საკუთარ რაიონებში.
ახალგაზრდა ლიდერები ბათუმს 29 თებერვლის საღამოს ესტუმრნენ საკონსტიტუციო სასამართლოს და შეხვდნენ თავმჯდომარეს - გიორგი პაპუაშვილს. 2 მარტს მათ საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ასევე გაცნობოდნენ იუსტიციის სახლის მუშაობას. 5 მარტს კი სტუდენტები ჩაქვში, უზენაეს საბჭოს აპარატს და ფრაქციების თავმჯდომარეებს გაესაუბრნენ.
პროექტის შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდა ლიდერები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თანატოლებს გაუზიარებენ საკუთარ ინსტიტუტებში.

 


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით