GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-03-07
გამოიცა "ენობრივი პორტფოლიო"

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამოსცა "ენობრივი პორტფოლიო", რომელიც 4 წიგნისაგან შედგება და მოსწავლის ენის ფლობის თვითშეფასების ეფექტურ ინსტუმენტს წარმოდგენს პორტფოლიო ენის ფლობის დონეთა ზოგადევროპულ ჩარჩოს ეფუძნება და A1- B2 დონეებს მოიცავს და მისი გამოყენება ბილინგვურ სკოლებშია დაგეგმილი. სასწავლო მასალა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებშია გამოცემული.


წიგნები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი:
• წიგნი I - 5-6 წლის ასაკისათვის;
• წიგნი II - 7-10 წლის ასაკისათვის;
• წიგნი III - 10-14 წლის ასაკისათვის;
• წიგნი IV - 15 - 18 მოზრდილთა და ზრდასრულთათვის;
ცენტრმა 2011 წლის მაისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში განახორციელა პროგრამა „კონფლიქტის პრევენცია“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე რეგიონალურ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ენის სახლებთან ერთად.




- ენობრივი პორტფოლიო წიგნი I
- ენობრივი პორტფოლიო წიგნი II
- ენობრივი პორტფოლიო წიგნი III
- ენობრივი ფორტფოლიო წიგნი IV
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით