GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-01-11
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ გამოსცა სახელმძღვანელო „ენის შეფასება და ტესტირება“

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR)“ მოამზადა და გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისთვის „ენის შეფასება და ტესტირება“. სახელმძღვანელო გამოიცა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. ეს წიგნი დაეხმარება ენობრივი კომპეტენციების შეფასებაში არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ უმცირესობათა მშობლიური ენებისა და უცხო ენების მასწავლებლებს.
ცენტრმა 2011 წლის მაისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში განახორციელა პროგრამა „კონფლიქტის პრევენცია“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე რეგიონალურ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ენის სახლებთან ერთად.


- ენის შეფასება და ტესტირება (დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის) 2011.
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით