GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-12-14
გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა ბილინგვური განათლების გზით“ შედეგების პრეზენტაცია

2012 წლის 12 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ განახორციელებული პროექტის „ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა ბილინგვური განათლების გზით“ პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის - ევროპული ინსტრუმენტი  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის (EIDHR) ფარგლებში. პროექტი მოიცადა 2009 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრის პერიოდს და განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

• ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კურსის სტრუქტურის ჩამოყალიბება და მასწავლებელთა ტრენინგისათვის არსებული უმთავრესი საჭიროებების შეფასება;
• შემუშავდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისათვის საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო;
• შეიქმნა სატრენინგო მოდული დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისათვის საგნისა და ენის ინტეგრირებული სწავლებისათვის. 18 ტრენერი-მასწავლებელი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან გადამზადდა ბილინგვური სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის სწავლება-გავრცელებაში;
• დაწყებითი სკოლის 488 მასწავლებელი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან გადამზადდა ბილინგვური სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში.
• ქართულ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა ბროშურები ბილინგვური განათლეის შესახებ და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 1000-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია ბილინგვური სწავლების უპირატესობებზე.

პროექტიის განხორციელებისას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პარტნიორები იყვნენ ლატვიური ენის ათვისების სახელმწიფო სააგენტო (LVAVA) და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით