GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-09-27
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეექვსე ნომერი

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველ კვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჯერად  გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეექვსე ნომერი, რომელშიც ქართველ ავტორებთან ერთად წარმოდგენილია უცხოელი ავტორის სტატაც. სტატიები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის, საქართველოში ბილინგვური განათლების მიმართ მშობლებისა და მასწავლებლების დამოკიდებულება; ქართველ ახალგაზრდებში ინტერკულტურული სენსიტიურობა აფხაზების მიმართ; მულტილინგვური განათლების პროცესში არსებული პრობლემები არაქართულენოვან საპილოტე სკოლებში; ბილინგვიზმისა და უცხო ენის როლი დასაქმების თვალსაზრისით; პრაქტიკული მაგალითები ენის შეგნებულ მონაცვლეობასთან დაკავშირებით ბილინგვურ კლასში და ა.შ
პროექტის ფარგლებში ჟურნალი ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ურიგდებათ არაქართულენოვან სკოლებს.
ჟურნალი ხელს უწყობს ბილინგვური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და სამეცნიერო და აკადემიური კვლევების განვითარებას.ჟურნალში სტატიები ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი:
(1) ბილინგვური განათლების თეორია, კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა; (2) საქართველოში ბილინგვური განათლების 40 საპილოტე სკოლაში განხორციელებული პროგრამებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია; (3) ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები;(4) ბილინგვური სკოლებისა და პროგრამების მართვა;(5) პასუხები ბილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

 


- "ბილინგვური განათლება" # 6
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით