GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-08-12
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) დაიწყო პროექტის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში“ განხორციელება  „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“  ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მეთოდური მასალებითა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების გზით.

პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისკენ მიმართული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას. დაგეგმილი მასალის თარგმნა და სკოლებისთვის დარიგება, სამუშაო შეხვედრები და სემინარები ხელს შეუწყობს მასწავლებლებისა და დირექტორების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობების განხორციელება:

 (ა) დირექტორის პროფესიული სტანდარტის თარგმნა და არაქართულენოვანი სკოლებისთვის მიწოდება;

(ბ) მასწავლებელთა საგნობრივი გზამკვლევების თარგმნა და არაქართულენოვანი სკოლებისთვის  მიწოდება;

(გ) სკოლის დირექტორის გზამკვლევის თარგმნა და არაქართულენოვანი სკოლების ადმინისტრაციისთვის მიწოდება;

(დ) არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან 40  სემინარის ორგანიზება საგნობრივი გზამკვლევების გაცნობის მიზნით ;

(ე) დირექტორებისთვის 1 დღიანი სემინარის ორგანიზება სკოლის ეფექტურად მართვის საკითხებზე.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით