GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-08-04
სასწავლო ექსპერიმენტი ვაკის პარკში

2011 წლის 9 ივლისს ვაკის პარკში, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ დაწყებითი კლასის 16 მოსწავლე შეიკრიბა. პატარა მწერლებმა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტებთან ერთად 4 საათი იმუშავეს და საკუთარი აზრები მოთხრობებად და ესსეებად ჩამოაყალიბეს. ბავშვების შეკრება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მულტილინგვური საგანმანათლებლო რეფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად მიზნად ისახავს ქართული ენის მრავალდონიანი სასწავლო-დამხმარე მასალის „კითხვის კიბის“ შემუშავებასა და გამოცემას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო ენის შესწავლის მხარდასაჭერად. პატარა მწერლებმა მოთხრობებისათვის თემატიკა საკუთარი შეხედულებით და სურვილით შეარჩიეს. დაგეგმილია, რომ ბავშვების მიერ შექმნილი მოთხრობები დამუშავდეს და „ენის კიბის“ საწყისი საფეხურის ბროშურებად გამოიცეს.

ექსპერტები თვლიან, რომ ყველაზე საინტერესო და სახალისო მოსწავლებისათვის სწორედ თანატოლების მიერ ჩამოყალიბებული იდეები და ნააზრევი იქნება, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო მასალის ეფექტურად გამოყენებას და მოსწავლეების ჩართულობისა და მოტივაციის გარანტი იქნება. ინიციატივა მოიწონა და გადაცემის ნაწილი დაუთმო „რუსთავი 2“-ის დირექციამაც. იხ. ბმული:  http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=07-07-2011+13%3A30

ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ექსპერიმენტის განხორციელებას და მეტი მწერლისა და მხატვრის ჩართვას თანატოლებისათვის სასწავლო მასალის შემუშავების პროცესში.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით