GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-08-04
პროექტი „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა“

ივნის-ივლისში სამცხე ჯავახეთის რეგიონში პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ ანხორციელებს „ საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის პარტნიორობის ფარფლებში ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა.

პროექტის მიზანი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის დონის გაზრდა, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათი ინიციატივების ხელშეწყობაა. ექვსი კვირის განმავლობაში (11/06/2011-17/07/2011) ახალციხეში კონკურსის შედეგად შერჩეულმა 25-30 აქტიურმა ახალგაზრდამ, რომელთა უმრავლესობას ახალქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, სატრენინგო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

ტრენინგ-სემინარებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ტრენერები უძღვებოდნენ. პროექტის სასწავლო მეთოდოლოგია შემდეგ თემატიკას მოიცავდა:

• სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში;

• აქტიური მოქალაქის არსი და ჩართულობის მნიშვნელობა;

• ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლი მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების მხრივ;

• სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლი აქტიურ მოქალაქედ ფორმირების მხრივ;

• არჩევნების არსი და არჩევანის მნიშვნელობა;

• რა უნდა ვიცოდეთ პოლიტიკური პარტიების შესახებ;

• უზენაესი კანონი – ქვეყნის კონსტიტუცია: მოწყობისა და განვითარების ქვაკუთხედი;

• ეფექტური კომუნიკაციის ფუნქციები და შესრულების გზები;

• საპროექტო განაცხადი და პროექტის მენეჯმენტი;

• თანხების მოძიება;

• ლიდერობა და გუნდური მუშაობა.

აგვისტოს ბოლოსთვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ერონებათშორისი ურთიერთობების ცენტრი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისათვის აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელოს გამოსცემს.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით