GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-08-03
ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ 2011 წლის 14-15 ივლისს ბათუმის შერატონ მეტეხი პალასში ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: სახელმწიფო ენის სწავლების საკითხები: პრობლემები და გამოწვევები.

სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებს, არსებულ პრობლემებს, გამოცდილებასა და თანამედროვე გამოწვევებს. კონფერენციის მიზანი იყო ერთი მხრივ უცხოელი კოლეგების მიღწევების გაცნობა, ხოლო, მეორე მხრივ მათთვის საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მისი მოადგილე ნოდარ სულგულაძე, სომხეთის განათლების მინისტრის მოადგილე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმონადგენლები, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და ინსტიტუტების პროფესორ მასწავლებლები და მათი კოლეგები შვეიცარიდან, თურქეთიდან ესტონეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან...

კონფერენცია ჩატარდა რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. დაგეგმილია მოხსენებების თეზისებისა და სტატიების ქართულ და ინგლისურ ენაზე დაბეჭდვა. კონფერენციაზე წარდგენილი საკითხები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:  http://www.tsu.edu.ge/data/file_db/newspaper/TSU_21.07_web.pdf


- საკონფერენციო სტატიების კრებული
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით