GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-05-31
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო ტრენინგებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთათვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ახორციელებენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამას. პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იაპონური გრანტის ფარგლებში.
ტესტირების შედეგად გამოვლინდა 310 მასწავლებელი, რომლებიც საჭიროებენ ენობრივი კომპეტენციების ამაღლებას.

სპეციალური კონკურსით გამოვლინდა 2 პროგრამა, რომლებითაც ხორციელდება საგანმანათლებლო ტრენინგები უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 2 რეგიონში (ქვემო ქართლსა და ჯავახეთში). “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა” 6 ქალაქში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი) დააკომპლექტა 13 ჯგუფი და ივნისის ბოლომდე პედაგოგები გაივლიან 15-დღიან კურსს.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებლები მიიღებენ ენის ფლობის კონკრეტული დონის შესაბამის სერტიფიკატს.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით