GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-05-24
სამოქალაქო ინგრეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო პროგრამის „კონფლიქტის პრევენცია“ განხორციელება

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე რეგიონალური საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ენის სახლებთან ერთად დაიწყო პროგრამის „კონფლიქტის პრევენცია“ განხორციელება. პროგრამა ხორციელდება პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში 2011 წლის მაისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის (HCNM) ორი ექსპერტი და გაზიარებულ იქნება შესაბამისი ქვეყნების გამოცდილება.
პროექტის მიზანია გააუმჯობესოს განათლების ხარისხი არაქართულენოვან სკოლებში, კონკრეტულად კი დაეხმაროს საქართვლოს მთავრობას მულტილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელებაში, მეთოდური მასალების და ტრენინგების უზრუნველყოფაში განათლების სფეროს წარმომადგენელთა და მასწავლებელთათვის. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს არაქართულენოვანი სკოლები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობების განხორციელება:

  • მოსწავლეების ენის პორტფოლიოს 1-12 (თვითშეფასების ინსტრუმენტი მოსწავლეებისთვის) შემუშავება.
  •  მეთოდური მასალების „ენის შეფასება და ტესტირება“ შექმნა, რომელიც ასევე მოიცავს სარეკომენდაცო პაკეტსა და მაგალითებს, იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, როგორ მოხდება ენობრივი კომპეტენციის შეფასება ბილინგვური პროგრამების მოსწავლეებისათვის.
  •  საინფორმაციო-მეთოდური სამენოვანი ჟურნალის „ბილინგვური განათლების“ ახალი გამოცემების მომზადდება;
  • სახელმძღვანელო „ კითხვის კიბის“ შემუშავება და გამოცემა (1-6) კლასებისთვის;
  • ადგილობრივი რესურსცენტრისა და ენის სახლის თანამშრომლების, ასევე მულტილინგვური სკოლების კონსულტანტებისთვის 3 სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ კი, ენის შეფასებისა და ტესტირების, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლებისა და საკითხი უნარების განვითარების მიდგომებსა და მეთოდებში სატრენინგო სესიების ჩატარება.
  •  50 საპილოტე სკოლის 50 ქართული ენის მასწავლებლისთვის სატრენინგო სესიების დაგეგმვა და განხორციელება ენის შეფასებასა და ტესტირებაში.
  •  50 საპილოტე სკოლის 50 დაწყებითი კლასების მასწავლებლსათვის სარტეინინგო სესიების დაგეგმვა და განხორციელება „კითხვის კიბი“ საშუალებით კითხვის უნარების გაუმჯობესების მეთოდებში.
  •  ქართული ენის კურსებისათვის სასწავლო მასალების შემუშავება;
  •  ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 26 საპილოტე სკოლის მინიმუმ 156 მასწავლებლისათვის ქართული ენის კურსების ჩატარება.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით