GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2011-01-11
გამოვიდა ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების'' მეოთხე ნომერი

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებეთაშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველკვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,, მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჟამად, გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეოთხე ნომერი, რომელშიც შეგიძლიათ იხილოთ სტატიები ისეთ საკითხებზე როგორიცაა მეორე ენის სწავლისა და ათვისების თეორიები, მეორე ენაში კითხვის სწავლების სტრატეგიები, ენა და იდენტობა; ენობრივ განვითარებაზე მოქმედი სოციალური და სხვა ფაქტორები. ჟურნალი ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანილ ენებზე და ურიგდებათ არაქართულენოვან სკოლებს.

ჟურნალი ხელს უწყობს ბილინგვური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და სამეცნიერო და აკადემიური კვლევების განვითარებას.ჟურნალში სტატიები ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი:
(1) ბილინგვური განათლების თეორია, კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა; (2) საქართველოში ბილინგვური განათლების 40 საპილოტე სკოლაში განხორციელებული პროგრამებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია; (3) ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები;(4) ბილინგვური სკოლებისა და პროგრამების მართვა;(5) პასუხები ბილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

 


- "ბილინგვური განათლება" # 4 (2010)
<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით