GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2010-10-20
პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი დაბა ბაკურიანში.

2010 წლის მაისიდან სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებს პროექტს “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა”, რომელიც ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 2010 წლის 18-23 სექტემბრის ჩათვლით  ჩატარდა  ტრენინგი დაბა ბაკურიანში.
ეს ტრენინგი გახლდათ გაგრძელება ა.წ. მაისში ლატვიელი ექსპერტების – ლიგიტა გრიგულესა და მარინა გურბოს მიერ ჩატარებული პირველი ციკლისა, რომელიც ბილინგვური განათლების სხვადასხვა მოდელს მიეძღვნა. ტრენინგების სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნერების სამინისტროს იმ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების თანამშრომლები, რომლებიც უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და ქალაქ თბილისში კურირებენ ბილინგვური განათლების პროგრამას.
II ციკლი მიჰყავდათ ტრენერებს – მაია ინასარიძესა და ნინო შარაშენიძეს.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს კარგად გაეაზრებინათ ბილინგვური განათლების არსი და მნიშვნელობა; დაედგინათ ადგილობრივი პრობლემები, საჭიროებები და ამ პრობლემათა გადაჭრაში გამოეკვეთათ ბილინგვური სწავლების მნიშვნელობა.
ტრენინგზე დამუშავდა შემდეგი საკითხები:

• მოზრდილთა განათლების ძირითადი პრინციპები.
• ეფექტური ტრენინგის დაგეგმვა.
• კულტურის არსის განსაზღვრა.
• ტოლერანრობისა და ინტერკულტურული ურთიერთობების განსაზღვრა.
• ბილინგვური სწავლების არსის განსაზღვრა.
• ბილინგვური სწავლების პროცესის დეტალური ანალიზი.
• აქტიური მეთოდების გამოყენება ბილინგვურ სწავლებაში.


<<<უკან

 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით