GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-06-13
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეცხრე ნომერი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამოსცა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეცხრე ნომერი. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში .

ვრცლად>>>
2012-06-06
ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოს მე-5 დონე შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5 დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.

ვრცლად>>>
2012-05-24
გეოგრაფიის გამოცდის მიმდინარეობას მინისტრი სომხურენოვან სკოლაში აკვირდებოდა

დღეს, 24 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 104-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც გამოცდას სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ.

ვრცლად>>>
2012-05-18
ეროვნული შეფასება ქართულ ენაში ეთნიკური უმცირესობების სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.

ვრცლად>>>
2012-05-14
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი გზამკვლევები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე


სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი აგრძელებს პროექტის "არაქართული სკოლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელების პროცესში" განხორციელებას. პროექტი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს არაქართული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების უზრუნველყოფას პრაქტიკული და საგნობრივი გზამკვლევებით მშობლიურ - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ვრცლად>>>
2012-03-07
სომხური სკოლის დირექტორებს დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი გადაეცათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სომხური სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა. სახელმძღვანელო „სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემას წარმოადგენს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეთნიკური უმცირესობის სკოლებისათვის. ორენოვანი სახელმძღვანელოები "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში" ითარგმნა და გამოიცა.

ვრცლად>>>
2012-03-07
ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა ბათუმში

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი 2011 წლის ნოემბრიდან ანხორციელებს პროექტს “გახდი თანამონაწილე”, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესოებების წარმომადგენელ ახალგაზრდების სამოქალაქო შეგნებისა ამაღლებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილების ხელშეწყობა. პროექტი “გახდი თანამონაწილე” არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდისა და ამერიკის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის მონაწილეები არიან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც განათლების საშეღავათო პოლიტიკის შედეგად 2010-2011 წლებში ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტში. 600-მდე სტუდენტს შორის შეირჩა 30 ლიდერი სტუდენტი, რომელიც ბათუმში 5 დღის განმავლობაში გადაემზადნენ სამოქალაქო აქტივობისა და მონაწილეობის საკითხებში. მათ შორის, მიიღეს ამომწურავი ინფორმაციას მონაწილეობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესზე. ისწავლეს სამოქალაქო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების სტრატეგიები.

ვრცლად>>>
2012-03-07
გამოიცა "ენობრივი პორტფოლიო"
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამოსცა "ენობრივი პორტფოლიო", რომელიც 4 წიგნისაგან შედგება და მოსწავლის ენის ფლობის თვითშეფასების ეფექტურ ინსტუმენტს წარმოდგენს პორტფოლიო ენის ფლობის დონეთა ზოგადევროპულ ჩარჩოს ეფუძნება და A1- B2 დონეებს მოიცავს და მისი გამოყენება ბილინგვურ სკოლებშია დაგეგმილი. სასწავლო მასალა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებშია გამოცემული.
ვრცლად>>>
2012-01-12
გამოვიდა სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის გზამკვლევი“.

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრისა“ (CCIIR) და “ახალი თაობა ახალი ინიციატივის" მიერ (nGnI) პროექტის „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა“ ფარგლებში მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის გზამკვლევი“. სახელმძღვანელო გამოიცა საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
სახელმძღვანელოში მოცემულია მაგალითები, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და განსაზღვრავს არასამთავრობო სექტორის როლს აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. სახელმძღვანელო დაეხმარება ახალგაზრდებს სწორად წარმართონ სამოქალაქო აქტივობები არასამთავრობო ორგანიზაციის გზით.

ვრცლად>>>
2012-01-11
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ გამოსცა სახელმძღვანელო „ენის შეფასება და ტესტირება“

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR)“ მოამზადა და გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისთვის „ენის შეფასება და ტესტირება“. სახელმძღვანელო გამოიცა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. ეს წიგნი დაეხმარება ენობრივი კომპეტენციების შეფასებაში არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ უმცირესობათა მშობლიური ენებისა და უცხო ენების მასწავლებლებს.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით