GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-03-07
ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა ბათუმში

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი 2011 წლის ნოემბრიდან ანხორციელებს პროექტს “გახდი თანამონაწილე”, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესოებების წარმომადგენელ ახალგაზრდების სამოქალაქო შეგნებისა ამაღლებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილების ხელშეწყობა. პროექტი “გახდი თანამონაწილე” არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდისა და ამერიკის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის მონაწილეები არიან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც განათლების საშეღავათო პოლიტიკის შედეგად 2010-2011 წლებში ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტში. 600-მდე სტუდენტს შორის შეირჩა 30 ლიდერი სტუდენტი, რომელიც ბათუმში 5 დღის განმავლობაში გადაემზადნენ სამოქალაქო აქტივობისა და მონაწილეობის საკითხებში. მათ შორის, მიიღეს ამომწურავი ინფორმაციას მონაწილეობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესზე. ისწავლეს სამოქალაქო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების სტრატეგიები.

ვრცლად>>>
2012-03-07
გამოიცა "ენობრივი პორტფოლიო"
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამოსცა "ენობრივი პორტფოლიო", რომელიც 4 წიგნისაგან შედგება და მოსწავლის ენის ფლობის თვითშეფასების ეფექტურ ინსტუმენტს წარმოდგენს პორტფოლიო ენის ფლობის დონეთა ზოგადევროპულ ჩარჩოს ეფუძნება და A1- B2 დონეებს მოიცავს და მისი გამოყენება ბილინგვურ სკოლებშია დაგეგმილი. სასწავლო მასალა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებშია გამოცემული.
ვრცლად>>>
2012-01-12
გამოვიდა სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის გზამკვლევი“.

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრისა“ (CCIIR) და “ახალი თაობა ახალი ინიციატივის" მიერ (nGnI) პროექტის „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა“ ფარგლებში მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის გზამკვლევი“. სახელმძღვანელო გამოიცა საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.
სახელმძღვანელოში მოცემულია მაგალითები, რომლებიც პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება და განსაზღვრავს არასამთავრობო სექტორის როლს აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. სახელმძღვანელო დაეხმარება ახალგაზრდებს სწორად წარმართონ სამოქალაქო აქტივობები არასამთავრობო ორგანიზაციის გზით.

ვრცლად>>>
2012-01-11
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ გამოსცა სახელმძღვანელო „ენის შეფასება და ტესტირება“

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR)“ მოამზადა და გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისთვის „ენის შეფასება და ტესტირება“. სახელმძღვანელო გამოიცა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის „მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. ეს წიგნი დაეხმარება ენობრივი კომპეტენციების შეფასებაში არა მხოლოდ ქართული ენის, არამედ უმცირესობათა მშობლიური ენებისა და უცხო ენების მასწავლებლებს.

ვრცლად>>>
2012-01-05
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მერვე ნომერი

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველ კვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი იბეჭდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჯერად გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მერვე ნომერი, რომელშიც მოცემულია სტატიები ენობრივი ეტიკეტისა და მეორე ენის სწავლების შესახებ, ადაპტირებული ლიტერატურის როლი მეორე ენის სწავლებისას, დონეებად დაყოფილი წიგნები და მათი მნიშვნელობა კითხვის უნარების განვითარებაში; ოჯახის ფაქტორი ბილინგვურ განათლებაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის; ბილინგვური განათლების საკითხები ახალციხის რაიონში, 2011 წლის ბაკურიანის ტრენინგების ანგარიში.

ვრცლად>>>
2011-12-21
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეშვიდე ნომერი

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველ კვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი იბეჭდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჯერად გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეშვიდე ნომერი, რომელშიც მოცემულია პრაქტიკოს ტრენერთა სტატიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ბილინგვური განათლების გზით სახელმწიფო ენის სწავლის მდგომარეობა ჯავახეთსა და ქვემო ქართლში; გორში მეორე ენის სწავლების პრაქტიკული ასპექტები; შედარებითი გრამატიკა ბილინგვური სწავლების კონტექსტში ოსური და ქართული ენების მაგალითზე; მშობლიური ენის სწავლების მეთოდიკა ბილინგვური განათლების პროცესში; პრესის მასალებზე მუშაობის რეკომენდაციები და ა.შ.

ვრცლად>>>
2011-12-14
გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა ბილინგვური განათლების გზით“ შედეგების პრეზენტაცია

2012 წლის 12 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ განახორციელებული პროექტის „ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა ბილინგვური განათლების გზით“ პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის - ევროპული ინსტრუმენტი  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის (EIDHR) ფარგლებში.

პროექტიის განხორციელებისას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პარტნიორები იყვნენ ლატვიური ენის ათვისების სახელმწიფო სააგენტო (LVAVA) და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი.

ვრცლად>>>
2011-09-27
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეექვსე ნომერი

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველ კვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჯერად, გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეექვსე ნომერი, რომელშიც ქართველ ავტორებთან ერთად წარმოდგენილია უცხოელი ავტორის სტატიაც. სტატიები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის, საქართველოში ბილინგვური განათლების მიმართ მშობლებისა და მასწავლებლების დამოკიდებულება; ქართველ ახალგაზრდებში ინტერკულტურული სენსიტიურობა აფხაზების მიმართ; მულტილინგვური განათლების პროცესში არსებული პრობლემები საქართველოს არაქართულენოვან საპილოტე სკოლებში; ბილინგვიზმისა და უცხო ენის როლი დასაქმების თვალსაზრისით; პრაქტიკული მაგალითები ენის შეგნებულ მონაცვლეობასთან დაკავშირებით ბილინგვურ კლასში და ა.შ

ვრცლად>>>
2011-08-12
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) დაიწყო პროექტის “არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში“ განხორციელება „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს  არაქართულენოვან სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მეთოდური მასალებითა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების გზით.
პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისკენ მიმართული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას.

ვრცლად>>>
2011-08-04
სასწავლო ექსპერიმენტი ვაკის პარკში

2011 წლის 9 ივლისს ვაკის პარკში, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ დაწყებითი კლასის 16 მოსწავლე შეიკრიბა. პატარა მწერლებმა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტებთან ერთად 4 საათი იმუშავეს და საკუთარი აზრები მოთხრობებად და ესსეებად ჩამოაყალიბეს. ბავშვების შეკრება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის „მულტილინგვური საგანმანათლებლო რეფორმის მხარდაჭერის“ ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად მიზნად ისახავს ქართული ენის მრავალდონიანი სასწავლო-დამხმარე მასალის „კითხვის კიბის“ შემუშავებასა და გამოცემას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო ენის შესწავლის მხარდასაჭერად.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით