GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2012-07-17
„მეორე ენა - წერა: პრობლემები, მიდგომები, სტრატეგიები“.

გამოვიდა ახალი წიგნი „მეორე ენა - წერა: პრობლემები, მიდგომები, სტრატეგიები“.  წიგნის ავტორია გიული შაბაშვილი. წიგნი ეხება მეორე ენის წერითი კომპონენტის სწავლებას. ე-ვერსია ხელმისაწვდომია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთოებების ცენტრის ვებ-გვერდზე, პუბლიკაციების განყოფილებაში, მასწავლებლის მეთოდურ სახელმძღვანელოებს შორის.  წიგნი გამოადგება როგორც მეორე ენის წერის კომპონენტის სწავლებაში ჩართულ პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისე დაინტერესებულ პირებს.

ვრცლად>>>
2012-06-29
შეხვედრა აზერბაიჯანული სკოლების დირექტორებთან

აზერბაიჯანული სკოლების დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეხვდა. გია მამულაშვილმა მათ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული სკოლის დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი გააცნო.

ვრცლად>>>
2012-06-25
გამოვიდა გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის „გახდი თანამონაწილე“

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR) მიერ მომზადდა და გამოიცა სახელმძღვანელო „გახდი თანამონაწილე - გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის“.
სახელმძღვანელო მომზადდა ამავე სახელწოდების პროექტის (Go and Participate) ფარგლებში, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან ხორციელდება CCIIR-ის მიერ, ამერიკის განვითარების ფონდის (USIAD) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დონორობით.

ვრცლად>>>
2012-06-22
ქართული ენის კონკურსი ახალქალაქში

პროექტის „გახდი თანამონაწილე“ (Go and Participate) ფარგლებში ახალქალაქში ჩატარდა მიკრო-გრანტით დაფინანსებული ქართული ენის კონკურსის ფინალი. კონკურსის შედეგად სხვადასხვა სკოლის, ორხ ჯგუფად დაკომპლექტებული 20 მოსწავლიდან გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული ქართული ენისა და ლიტერეტურის შესახებ წინასწარ მომზადებული კითხვების შედეგად. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს დამატებით სიმბოლური საჩუქრები.

ვრცლად>>>
2012-06-13
გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეცხრე ნომერი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამოსცა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მეცხრე ნომერი. ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში .

ვრცლად>>>
2012-06-06
ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოს მე-5 დონე შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5 დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.

ვრცლად>>>
2012-05-24
გეოგრაფიის გამოცდის მიმდინარეობას მინისტრი სომხურენოვან სკოლაში აკვირდებოდა

დღეს, 24 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 104-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა, სადაც გამოცდას სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეები აბარებენ.

ვრცლად>>>
2012-05-18
ეროვნული შეფასება ქართულ ენაში ეთნიკური უმცირესობების სკოლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.

ვრცლად>>>
2012-05-14
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის საგნობრივი გზამკვლევები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე


სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი აგრძელებს პროექტის "არაქართული სკოლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელების პროცესში" განხორციელებას. პროექტი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს არაქართული სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების უზრუნველყოფას პრაქტიკული და საგნობრივი გზამკვლევებით მშობლიურ - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ვრცლად>>>
2012-03-07
სომხური სკოლის დირექტორებს დირექტორის პრაქტიკული გზამკვლევი გადაეცათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სომხური სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცა. სახელმძღვანელო „სკოლის დირექტორის პრაქტიკულ გზამკვლევი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემას წარმოადგენს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეთნიკური უმცირესობის სკოლებისათვის. ორენოვანი სახელმძღვანელოები "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში" ითარგმნა და გამოიცა.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით