GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2013-11-01
საქართველოში მულტილინგვური განათლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის (HCNM) დაფინანსებით განახორციელა პროექტი „საქართველოში მულტილინგვური განათლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება“.

ვრცლად>>>
2013-07-31
CCIIR - ის 2011-2012 წლების პროექტების წლიური ანგარიში

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის" 2012 წლის წლიური ანგარიში წარმოადგენს CCIIR - ის მიერ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით 2011-2012 წლებში განხორციელებული პროექტების მიმოხილვას/შეფასებას.

ვრცლად>>>
2013-07-26
CCIIR უმაღლეს სასწავლებლებში საშეღავათო პირობებით ჩარიცხვის პოლიტიკის ეფექტურობის კვლევას ატარებს

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო კვლევის განხორციელება, რომელიც გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების საშეღავათო პოლიტიკის და ერთწლიანი ქართული ენის პროგრამის ეფექტურობის კვლევას საქართველოში.

ვრცლად>>>
2013-07-17
გენდერული კვლევის პრეზენტაცია

17 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კვლევის - „გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია.

ვრცლად>>>
2013-07-03
CCIIR - მა მასწავლებლებში კვლევას ატარებს

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ ატარებს კვლევას, რომელიც გულისხმობს დაწყებით კლასებში ინტერკულტურული/მულტიკულტურული ასპექტების შესწავლას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.

ვრცლად>>>
2013-06-21
CCIIR - ის გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

21 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის  სერთიფიკატები გადასცა. 

ვრცლად>>>
2013-05-23
CCIIR - მა ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს
21 მაისს, თექვსმეტმა ქართულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომელიც ანალიტიკურ ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში გაუძღვება. მისი მიზანია ჩამოაყალიბოს უპირატესი პრინციპები და უზრუნველყოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვა. ეთიკის ნაწილი აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებული მმართველობა ორგანიზაციაში, ხოლო ხარისხის სტანდარტების მოიცავს კვლევის ხარისხის, ანალიზის და ადვოკატირების პროცესს.
ვრცლად>>>
2013-05-16
CCIIR - მა არაქართულენოვან სკოლებში საბაზისო კვლევა ჩაატარა

14-15 მაისს, სამოქალაო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში“ (Development of Bilingual Literacy in Minority Schools of Georgia) ფარგლებში ჩაატარა საბაზისო კვლევა, რომელშიც არაქართულენოვანი სკოლების პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვრცლად>>>
2013-04-29
მასწავლებელთა პროფესიული გაცვლითი პროგრამა „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის / სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ დაიწყო

26-29 აპრილს, ბაკურიანის საჯარო სკოლაში, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ (CCIIR) პროფესიულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებისთვის (როგორც ქართველი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი) საერთო საინფორმაციო ტრენინგები ჩაატარა.

ვრცლად>>>
2013-04-18
CCIIR - ის საერთაშორისო კონფერენცია
18 აპრილს, „კავკასიურ სახლში“ (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა 20) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები". კონფერენცია კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა(CCIIR).
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით