GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2016-10-04
სამდღიანი ვორქშოფი ბაკურიანში

1-3 ოქტომბერს, ბაკურიანში  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა იმ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებშიც არაქართულენოვანი სტუდენტები სწავლობენ საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემა) ფარგლებში. შეხვედრა შეეხებოდა  მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურალიზმის მართვას უმაღლეს სასწავლებლებში.

ვრცლად>>>
2016-05-31
CCIIR ახალ კვლევას იწყებს

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის ფარგლებში დაიწყო კვლევითი კომპონენტის განხორციელება. კვლევა ეხება განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ "საშეღავათო პოლიტიკის" ეფექტურობის შესწავლას.

ვრცლად>>>
2016-04-06
კიევში DIMTEGU პროექტის კონსორციუმის წევრთა შეხვედრა გაიმართა

2-5 აპრილს უკრაინაში, კიევში გაიმართა პროექტის "მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში" (DIMTEGU) კონსორციუმის წევრთა შეხვედრა. პროექტი ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ზოგადი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა.

ვრცლად>>>
2016-02-16
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი არაქართულენოვან აბიტურიენტთა მხარდამჭერ შეხვედრებს მართავს

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო საინფორმაციო შეხვედრების გამართვა არაქართულენოვან აბიტურიენტებთან, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ. შეხვედრების მიზანია მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ქართულ ენაში მომზადების პროგრამისა და საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემის) შესახებ, რომელსაც განათლების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს.

ვრცლად>>>
2015-12-10
შეხვედრა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან

9 დეკემბერს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში "ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PİTA) ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ანა ბუიანოვა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შეხვდა. მან პროგრამის შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია და წევრების შეკითხვებს უპასუხა. პრეზენტაციის შემდეგ პროგრამაში ჩართულმა მხარეებმა თსუ ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

ვრცლად>>>
2015-12-02
თსუ მე -7 კორპუსში "თსუ ახალგაზრდული ცენტრი" იფუნქციონირებს

2 დეკემბერს, თსუ მე-7 კორპუსში "თსუ ახალგაზრდული ცენტრი" გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი".

ვრცლად>>>
2015-09-14
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა

14 სექტემბერს, თსუ მე-7 კორპუსში, ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა

ვრცლად>>>
2015-07-13
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები გამართა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 10-12 ივლისს, კვარიათში მიმდინარე პროექტის - „მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ფარგლებში (დონორი - ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”) პროექტის სამიზნე ქუთაისის, ბათუმისა და გორის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და ხარისხის მართვის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. 

ვრცლად>>>
2015-06-26
"ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის" - პროექტის შედეგების პრეზენტაცია

26 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

ვრცლად>>>
2015-06-12
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილმა ღია ლექცია ჩაატარა

11 ივნისს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგმა, პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით