GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2015-12-10
შეხვედრა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან

9 დეკემბერს, თსუ ახალგაზრდულ ცენტრში "ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PİTA) ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი ანა ბუიანოვა თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შეხვდა. მან პროგრამის შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია და წევრების შეკითხვებს უპასუხა. პრეზენტაციის შემდეგ პროგრამაში ჩართულმა მხარეებმა თსუ ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

ვრცლად>>>
2015-12-02
თსუ მე -7 კორპუსში "თსუ ახალგაზრდული ცენტრი" იფუნქციონირებს

2 დეკემბერს, თსუ მე-7 კორპუსში "თსუ ახალგაზრდული ცენტრი" გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი".

ვრცლად>>>
2015-09-14
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა

14 სექტემბერს, თსუ მე-7 კორპუსში, ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები ჩაატარა

ვრცლად>>>
2015-07-13
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები გამართა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 10-12 ივლისს, კვარიათში მიმდინარე პროექტის - „მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ფარგლებში (დონორი - ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”) პროექტის სამიზნე ქუთაისის, ბათუმისა და გორის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსა და ხარისხის მართვის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. 

ვრცლად>>>
2015-06-26
"ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის" - პროექტის შედეგების პრეზენტაცია

26 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტის „ინოვაციური მოქმედება გენდერული თანასწორობისათვის“ ანგარიშისა და შედეგების პრეზენტაცია გამართა.

ვრცლად>>>
2015-06-12
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილმა ღია ლექცია ჩაატარა

11 ივნისს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგმა, პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში“.

ვრცლად>>>
2015-06-08
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - კიდევ ერთი ინტერკულტურული ღონისძიება ამჯერად ბათუმში

5 ივნისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტთან ერთად გამართა ინტერკულტურული ღონისძიება „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, რომელიც მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო გარემოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის წახალისებას. ღონისძიება ჩატარდა ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინანსებული პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ფარგლებში.

ვრცლად>>>
2015-06-04
გაეცანით ჩვენი ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს

მიმდინარე პროექტების მოკლე აღწერა

ვრცლად>>>
2015-05-30
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპასუხო ვიზიტი მარნეულში

30 მაისს მოეწყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-მასწავლებელთა საპასუხო ვიზიტი მარნეულის რაიონის კაჩაგანის N1 საჯარო სკოლაში, სადაც სტუმრებს დახვდნენ აღნიშნული სკოლის მოსწავლეები, ადმინისტრაცია, აგრეთვე - ამ სკოლადამთვარებული სტუდენტები, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე პროგრამის (ადგილობრივი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა) ტრენერ მასწავლებელი და ჯგუფის წევრები.

ვრცლად>>>
2015-05-29
კულტურული ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

29 მაისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული ღონისძიება ჩაატარა. თსუ ქართულ ენაში მომზადების სტუდენტები ქუთაისის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს - მომავალ სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით