GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2010-10-22
სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან 18 ტრენერი მოამზადა ბილინგვური განათლების მიმართულებით

პროექტის "ბილინგვური განათლების გზით ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა" ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეირჩა 18 ტრენერი. პროექტის საექსპერტო ჯგუფი მოამზადებს ტრენერებს, ხოლო 2011 წლიდან ტრენერები გადაამზადებენ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყველა არაქართულენოვანი სკოლის თითო დაწყებითის მასწავლებელს ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების მიმართულებით.პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრენერების მომზადება 3 ეტაპად. 2010 წლის 1-5 ოქტომბერს და აგრეთვე 14-18 ოქტომბერს ჩატარდა ტრენერების მომზადების ორი ეტაპი.

ვრცლად>>>
2010-10-22
პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრები“ ფარგლებში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის 160 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიება

21 ოქტომბერს, სოფ. ვარიანში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის 160 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზებასა და წარმოდგენაში 3 ცენტრის - ახალდაბის, შინდისასა და ვარიანის ახალგაზრდები, პედაგოგები და მშობლები იყვნენ აქტიურად ჩაბმული. ღონისძიებაზე სკეჩებად იქნა წარმოდგენილი ნაწყვეტები გოგებაშვილის შემოქმედებიდან, შესრულდა სიმღერები და ცეკვები. ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა და ადგილობრივ საზოგადოებსთან ერთად სხვადასხვა არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომდგენლებიც ესწრებოდნენ. ფოიეში ასევე მოეწყო მოზარდების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვრცლად>>>
2010-10-20
პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი დაბა ბაკურიანში.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა” ფარგლებში 2010 წლის 18–23 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა ტრენინგი დაბა ბაკურიანში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებს კარგად გაეაზრებინათ ბილინგვური განათლების არსი და მნიშვნელობა; დაედგინათ ადგილობრივი პრობლემები, საჭიროებები და ამ პრობლემათა გადაჭრაში გამოეკვეთათ ბილინგვური სწავლების მნიშვნელობა. ტრენინგზე დამუშავდა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

ვრცლად>>>
2010-10-18
გაიმართა ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების'' პრეზენტაცია

2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარტალამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ პრეზენტაცია. ჟურნალი გამოიცემა ,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ პროექტის ,,მულტილინგვური რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისიის ოფისის მხარდაჭერით.

ვრცლად>>>
2010-07-29
გამოვიდა სამეცნიერო–საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ პირველი ნომერი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ განხორციელდა სამეცნიერო–საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ პირველი ნომრის გამოცემა.
ჟურნალი გამოიცემა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,, მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში .

ვრცლად>>>
2010-06-17
პროექტის ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა მულტილინგვური განათლების რეფორმის პროცესში,, პრეზენტაცია

2010 წლის 15 ივნისს, ,,თბილისი მერიოტში’’ გაიმართა ,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ განხორციელებული პროექტის ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა მულტილინგვური განათლების რეფორმის პროცესში,, პრეზენტაცია; პროექტი განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) პროგრამის ,,ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში’’ ფარგლებში შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ვრცლად>>>
2010-06-13
ტრენინგები გორში

2010 წლის მაისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის (IRC) ფინანსური მხარდაჭერით, ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს ტრენინგები ჩაუტარა

ვრცლად>>>
2010-05-25
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო პროექტი “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა”

2010 წლის მაისში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა დაიწყო პროექტის “მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა” განხორციელება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

ვრცლად>>>
2010-05-24
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნაბათშორისი ურთიერთობების ცენტრი 2010 წლის ივნისიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნაბათშორისი ურთიერთობების ცენტრი 2010 წლის ივნისიდან იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას ,, არაქართულენოვანი სკოლების ჩართვა განათლების რეფორმაში’’, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით.

ვრცლად>>>
2010-05-24
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას.

პროექტის სახელწოდებაა „ ქართული ენის სწავლების ერთწლიანი პროგრამული მოდულის მომზადება არაქართულენოვანი აბიტურიენტებისათვის.’’ პროექტს აფინანსებს ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო“.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით