GEO | ENG განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია
სიახლეები & ღონისძიებები დაგვიკავშირდით
  ახალი ამბები
2019-07-01
კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

28 ივნისს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევის ანგარიში წარადგინა: "1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობების კვლევა ზოგადი კონტექსტისა და კონკრეტული მაგალითის ანალიზის საფუძველზე"

ვრცლად>>>
2019-05-28
პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით"ფარგლებში ვიწყებთ პროფესიულ გაცვლით პროგრამას მასწავლებლებისთვის!

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი კლასის მასწავლებლები, - მასპინძელი მასწავლებლის სტატუსით ქართული სკოლების მასწავლებლები, ხოლო სტუმრის სტატუსით ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების ეთნიკური უმცირესობის მასწავლებლები ჩაერთვებიან.

ვრცლად>>>
2019-05-27
ვაცხადებთ ტენდერს პროექტის ფარგლებში ვებგვერდის შექმნაზე!

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" (CCIIR) პროექტის "საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით" (დონორი: "ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი" (OSCE HCNM)) ფარგლებში აცხადებს ტენდერს ვებგვერდის შექმნაზე.

ვრცლად>>>
2019-05-22
უნივერსიტეტთაშორისი ქსელის მორიგი შეხვედრა

უნივერსიტეტთაშორისი ქსელი პროგრამა PITA-ს ("ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა") ფარგლებში შეიქმნა და საქართველოს იმ 12 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე 1+4 პროგრამა (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვის) ფუნქციონირებს.

ვრცლად>>>
2019-03-26
CCIIR აგრძელებს სკოლის დამამთავრებელი საფეხურის არაქართულენოვან მოსწავლეთა რეკრუტირების კამპანიას

ჩვენი ორგანიზაცია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) უკვე მეოთხე წელია ყოველწლიურად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს არაქართულენოვანი სკოლების აბიტურიენტებსა და სკოლის წარმომადგენლებთან მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად. საინფორმაციო შეხვედრებზე აბიტურიენტებს და ზოგადად დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (10-12) ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამისა და საშეღავათო პოლიტიკის შესახებ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურებისა და ვადების, PITA პროგრამის, უმაღლესი თუ პროფესიული განათლებისა და მათთვის სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ.

ვრცლად>>>
2019-02-26
პროექტების წერის ტრენინგი რეგიონების სკოლების წარმომადგენლებისთვის

პროექტის "ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით" ფარგლებში მიმდინარეობს ორდღიანი ტრენინგი პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებისთვის დმანისიდან, მარნეულსა და საგარეჯოდან. ტრენინგს ასევე ესწრებიან დაინტერესებული ახალგაზრდები დმანისის ახალგაზრდული ცენტრიდან.

ვრცლად>>>
2019-02-15
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე (26-27 თებერვალი)

მომსახურების აღწერილობა:

ტენდერში მონაწილე სასტუმროებმა უნდა უზრუნველჰყონ:

• 22 ადამიანის განთავსება სასტუმროში 2 დღე/ღამით
• სამჯერადი კვება 2 დღის განმავლობაში
• საკონფერენციო ოთახი 2 დღის განმავლობაში
• ორჯერადი ყავით შესვენება და გამაგრილებელი სასმელები ტრენინგის მიმდინარეობისას.

ვრცლად>>>
2019-02-10
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე

ტენდერი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ ფარგლებში

ვრცლად>>>
2019-02-01
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე (ტენდერის ნომერი: GIZ 2019)

ტენდერი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით“ ფარგლებში

ვრცლად>>>
2018-12-01
CCIIR აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე

პროექტი "მულტილინგვური განათლების მხარდაჭერა საქართველოში" ხორციელდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR მიერ, OSCE HCNM-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, როგორც ერთ-ერთი აქტივობა, ჩართულია ბეჭდვითი მომსახურეობის შეძენა, კერძოდ დაწყებითი და სკოლამდელი საფეხურისთვის სახელმძღვანელოების, გზამკვლევების, პოსტერების, კარტების და სხვა ვიზუალური მასალების ბეჭდვა.

ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15]
 © CENTER FOR CIVIL INTEGRATION AND INTER-ETHNIC RELATIONS
 Website Created by Givi Tvalavadze
ვებ გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"
ფინანსური მხარდაჭერით